სიახლეები

ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსმა მედეა გუგეშაშვილმა ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდია მოიპოვა

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსმა მედეა გუგეშაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდია მოიპოვა.

სასწავლო პროგრამა საშუალო კარიერის მქონე პროფესიონალებითვის ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს, რაც ლექცია-სემინარებს, პროფესიულ ვიზიტებს, კონფერენცებს, სტაჟირებას და კვალიფიკაციის ამაღლების სხვა საშუალებებს მოიცავს.

10 თვიანი კურსის განმავლობაში სხვადასხვა სექტორში დასაქმებული პირები გაიზიარებენ აშშ-ს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას სამოქალაქო განათლების დაგეგმვისა და ადმინისტრირების საკითხებზე, ასევე, სახელმწიფოს პროგრამებსა და პროექტებზე ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობის მიმართულებით, განათლების ყველა საფეხურზე, რათა ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ უფრო ეფექტიანად წარმართონ პროფესიული საქმიანობები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება