სიახლეები

ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი მასწავლებლებისთვის

2015 წლის 19-23 ოქტომბერს სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის თემა იყო ადამიანის უფლებების სწავლება და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი სკოლებში.

ტრენინგს თბილისსა და რეგიონებიდან (თელავი, გურჯაანი, მარნეული, ახალციხე, ზესტაფონი, ქუთაისი, ქობულეთი, ფოთი, ბათუმი, ონი, თერჯოლა, ნიგვზიანი, წინწყარო, ჭელა, ამბროლაური, ვარძია, მოხე, სამთაწყარო) 25 მასწავლებელი დაესწრო.

ტრენინგზე შეისწავლეს ბავშვებისთვის ადამიანის უფლებების სწავლების ამოცანები, გამოწვევები, ხერხები და მეთოდოლოგია; განათლების უფლება, ინდოქტრინაცია და რელიგიური სიმბოლოების გამოყენება სკოლაში; დისკრიმინაციის აკრძალვა სხვადასხვა საფუძვლებით; მასწავლებლები ასევე გაეცნენ შრომით უფლებებს, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს შრომით ურთიერთობებში, სახალხო დამცველის უფლებამოსილებას, მიმართვის წესს და ა.შ. ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობები.

ტრენინგები სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსთან მაკა სტივენსონთან ერთად ჩაატარეს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელმა რაისა ლიპარტელიანმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა იურისტმა, ევროპის საბჭოს სერტიფიცირებულმა უფროსმა ტრენერმა, უნივერსიტეტის ლექტორმა ივანა როაგნამ, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსა და სხვადასხვა საერთაშირისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

სახალხო დამცველის აპარატი მასწავლებლებს დროდადრო მიაწვდის ინფორმაციებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აპარატის საქმიანობის შესახებ.

19.10.15–23.10.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება