სპეციალური ანგარიშები

ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში: ქალთა გენდერული მკვლელობები 2017 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებულ სპეციალურ ანგარიშს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში. ანგარიშში გაანალიზებული დანაშაულები ჩადენილია 2017 წელს.

ანგარიშის ძირითადი მიგნებების შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ფემიციდთან, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკ ფორმასთან ბრძოლის მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქმეთა მასალების ანალიზის შედეგად, გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილი ისეთი ხარვეზები, როგორიცაა კვალიფიკაციისა და სახელდების პრობლემა, უწყებების მიერ გენდერულად არამგრძნობიარე ენის გამოყენება, დაზარალებულად ცნობის პრობლემა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ძალადობის მსხვერპლის მიერ დაცვისა და დახმარების სერვისებით სარგებლობასთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)