ცხელი ხაზი

1481

ვაკანსიები/კონკურსები

ვაკანსიები/კონკურსები

იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი

თებერვალი 12, 2018

საკონკურსო პოზიციის დასახელება: იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი
საკონკურსო პოზიციის რაოდენობა: 2
საკონკურსო კომისიის საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართ: თბილისი, ნინო რამიშვილის 6.
ტელ:  2913814 / 15 (148)

ზოგადი აღწერა:

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 221 მუხლის პირველი, მე–2 პუნქტების და ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–2, მე–4 პუნქტების შესაბამისად, იურიდიული დახმარების საბჭოს 2 წევრს ღია კონკურსის წესით არჩევს საქართველოს სახალხო დამცველი.

იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად ღია კონკურსის შედეგად შეიძლება შეირჩეს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი.

ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.

საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია;

საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატს მოეთხოვება:

  • უმაღლესი განათლება;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება,
    ან/და
  • პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • საკონკურსო აპლიკაციაზე თანდართული განცხადების ფორმა შევსებული სახით;
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაცია, რომლის წარმომადგენელიცაა კანდიდატი ან რომელშიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. ამასთან, რეკომენდაციის გამცემი ორგანიზაცია უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტის  მისამართზე vacancy@ombudsman.ge ან წარმოადგინონ მატერიალური ფორმით მისამართზე: ქ. თბილისი, რამიშვილის ქ. N6 (საკონტაქტო პირი: ეკატერინე ფურცელაძე) 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

ელექტრონული წერილის სათაურში უნდა მიეთითოს საკონკურსო პოზიციის დასახელება: ,,იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი“.


იხილეთ განაცხადის ფორმა

იხილეთ განცხადების ბმული

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin