ცხელი ხაზი

1481

მილოცვა/განცხადება

მილოცვა/განცხადება

სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს

თებერვალი 11, 2017

საქართველოს სახალხო დამცველი სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის ხსენების დღეს ულოცავს, რომელიც წელს 11 თებერვალს აღინიშნება.

სომეხი ხალხისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წმინდანის ხსოვნის დღესასწაული მდიდარი ხალხური წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით არის გამორჩეული.

ამ საეკლესიო და ასევე სახალხო-საოჯახო დღესასწაულზე, სახალხო დამცველი სომეხ თანამოქალაქეებს სიკეთეს, მხნეობასა და მშვიდობას უსურვებს. 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

akademina

bulletin

kursi