ცხელი ხაზი

1481

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში

2015 წლის 6 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც „ა“ სტატუსის მქონე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფის 23-ე სესიისთვის წერილობითი მოსაზრება წარადგინა.

საქართველოს სახალხო დამცველის წერილობითი ანგარიში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტში  

2014 წლის 13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა CEDAW კომიტეტში წერილობითი ანგარიში წარადგინა. საქართველოს სახალხო დამცველმა პირველად ისარგებლა ადამიანის უფლებადაცვითი ეროვნული ინსტიტუტებისათვის მინიჭებული უფლებამოსილებით და კომიტეტში ალტერნატიული ანგარიში წარადგინა.

საქართველოს სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი

2015 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 27/32 რეზოლუციის „ადამიანის უფლებები, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა“ ფარგლებში წერილობითი მოსაზრება წარუდგინა. წერილობით მოსაზრებაში ასახულია ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

საქართველოს სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს წერილობითი მოსაზრება გაუგზავნა. მოსაზრებაში ასახულია საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხრივ არსებული მდგომარეობა. 

საქართველოს სახალხო დამცველის შუალედური ანგარიში გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტში 

2016 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტში შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც ეხება 2014 წელს კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული №21-ე და №25-ე რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით.


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin