ცხელი ხაზი

1481

საჯარო დებატები

საჯარო დებატები

საჯარო დებატები: „უცხოელებისა და ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირთა უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება“

ივნისი 30, 2017

2017 წლის 30 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა „უცხოელებისა და ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირთა უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების“ შესახებ. ღონისძიებას მოდერატორობა საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ გაუწია.

შეხვედრის გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოკლედ განიხილა სახელმწიფო პრაქტიკა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველის გამოყენების შესახებ. აღნიშნა, რომ სტატუსის მინიჭებაზე უარის მიზეზები უცნობია, როგორც თავშესაფრის მაძიებლისთვის, ასევე მისი დაცვის მხარისთვის, რითაც ირღვევა ეფექტიანი სამართალწარმოების პრინციპი.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა  მდგომარეობაზე, მათ გამყოფ ხაზზე გადაადგილებისა და სახელმწიფო ჯანდაცვის და განათლების პროგრამებში ჩართვის მნიშვნელობაზე; ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის მხრივ არსებულ სირთულეებსა და გამყოფ ხაზზე განლაგებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ არაადეკვატურ, დამამცირებელ და ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე.

დებატებზე მოხსენებებით გამოვიდნენ სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული მისიის ხელმძღვანელი იოჰანეს ფან დერ კლაუ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე.

მოხსენებების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე დამსწრე საზოგადოებამ, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არსებული პრაქტიკის ხარვეზებზე ისაუბრეს და ცალკეული შემთხვევები განიხილეს.

30.06.17

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin