ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

სასამართლო მეგობრის მოსაზრება

სასამართლო მეგობრის მოსაზრება

საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს

მაისი 15, 2018

2018 წლის 11 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც პოლიციის მიერ ნარკოტიკების უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული გ.შ.–ს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობაზე იმსჯელა.

სახალხო დამცველის მოსაზრებაში შეჯამებულია ადამიანის ევროპული სასამართლოსა და შიდა სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებებით შექმნილი პრაქტიკა ნეიტრალური მტკიცებულების მნიშვნელობაზე, იმ ფონზე, როდესაც 1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს და მათ მიერ შედგენილ საპროცესო დოკუმენტაციას ეყრდნობოდა; 2. ამ მტკიცებულებათა სანდოობის ეჭვი წარმოშვა დაცვის მხარის საწინააღმდეგო მტკიცებულებებმა 3. შესაძლებლობის მიუხედავად არ არის წარმოდგენილი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავს ან დაადასტურებს მხარეთა ვერსიებს. 

საზოგადოების ეჭვები ნარკოტიკული დანაშაულის დაბრალების მანკიერ პრაქტიკაზე, განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქცევს თითოეული იმ ბრალდების საქმეს, სადაც ბრალდებული სწორედ აკრძალული ნივთიერებების ე.წ. „ჩადებაზე“ აპელირებს. სახელმწიფო, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის პარალელურად, ვალდებულია, საფუძვლიანად შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება განაჩენის გამოტანისას, რათა მაქსიმალურად გამორიცხოს ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები. 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის დროს უნდა იმსჯელოს კონსტიტუციური სტანდარტით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით. ამ მიზნით, სისხლის სამართლის საქმეებზე ნეიტრალურ მტკიცებულებათა მოპოვების პრაქტიკის დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითნებობის რისკებს ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან ინდივიდის მიმართ.

იხილეთ სასამართლოს მეგობრის ელექტრონული ვერსია 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin