ცხელი ხაზი

1481

საქართველოს სახალხო დამცველები

საქართველოს სახალხო დამცველები

დავით სალარიძე

აგვისტო 08, 2017

დავით სალარიძე - საქართველოს სახალხო დამცველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო: 27 ოქტომბერი, 1997 – 1 სექტემბერი, 2000
პროფესია: ინჟინერი, იურისტი
რელიგია: მართლმადიდებელი

დავით სალარიძე (დაბ. 24 ოქტომბერი, 1947 წელი, თბილისი, საქართველო) — ქართველი ინჟინერი, იურისტი. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2003).
დავით სალარიძემ დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტები.
1968-1982 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე.
1982-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. იყო თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე.
1993-დან 1997 წლამდე იყო საგადასახადო ინსპექციის უფროსი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.
1997-1999 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს პირველ სახალხო დამცველად.
1999-2003 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, შემოსავლებისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარე.
ამავე წლებში იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin