ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან

ივლისი 12, 2017

2016-17 წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ სახელმწიფო უწყებებისადმი, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიის მიმართ რეკომენდაციების ნუსხა მოამზადა, რომელთა  განხილვის პირველი ეტაპი 2017 წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წევრები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები.

რელიგიათა საბჭოს წევრებმა შეუწყნარებლობით მოტივირებულ ძალადობაზე არაეფექტური რეაგირების პრობლემის სისტემური ხასიათი განიხილეს; სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების აუცილებლობასა და პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს კონსტიტუციის პროექტში რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე (რომელიც შესაძლოა რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევის გაუმართლებელ რისკებს შეიცავდეს); ასევე, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში და საგადასახადო კოდექსში არსებულ უთანასწორო მიდგომებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin