ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველმა მოსამართლედ დანიშვნისას სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

ნოემბერი 17, 2017

2017 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანამდებობაზე არ დაინიშნა მისი განსხვავებული მოსაზრებების და გაერთიანებისადმი კუთვნილების გამო.

საქართველოს მართლმსაჯულებისთვის ამ საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიიღო სასამართლოს მეგობრის წარდგენის გადაწყვეტილება. აღნიშნული დოკუმენტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა გაერთიანების წევრობის და განსხვავებული შეხედულებების და მოსაზრებების გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხზე.

მოსარჩელის ინტერესებს ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს.


იხილეთ სასამართლო მეგობრის ელექტრონული ვერსია

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin