ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატმა ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა

აპრილი 07, 2017

2017 წლის 7 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა საჯარო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია წარუდგინა. დოკუმენტი პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრამ“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში მოამზადა.

სტრატეგიის შექმნის ძირითადი მიზანი ერთი მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, ხოლო მეორეს მხრივ - ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს და აქტუალური საკითხების ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობაში მდგომარეობს. დოკუმენტი მოიცავს აპარატის კომუნიკაციის სტრატეგიულ ქოლგას და კონკრეტულ რეკომენდაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმოების კუთხით. სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ უწყების ხელმძღვანელი პირები, სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და კომუნიკაციის პროცესის მონაწილე  სხვა თანამშრომლები.

სახალხო დამცველის აპარატის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.  საწყის ეტაპზე მოხდა სიტუაციის ანალიზი და არსებული მდგომარეობის განსაზღვრა. მეორე ეტაპზე კი ჩატარდა სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით, რომელზეც სტრატეგიის ძირითადი კომპონენტები შეიმუშავეს. დოკუმენტზე მომუშავე გუნდმა სტრატეგიის საფუძველზე წარმოადგინა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის, განსაზღვრა დასახული მიზნების მიღწევისათვის საჭირო აქტივობები, განხორციელების ვადები, პასუხისმგებელი მხარეები და შესაბამისი ფინანსური რესურსები. 

იხილეთ საკომუნიკაციო სტრატეგიის ელექტრონული ვერსია

7.04.17

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin