ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

მესტიაში სახალხო დამცველის რეგიონული ოფისი გაიხსნა

ივლისი 18, 2017

2017 წლის 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა მესტიაში ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი გახსნა. ოფისის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი იქნება მიაწოდოს სვანეთის მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ადამიანის ულებების შესახებ, მოახდინოს რეგიონში პრობლემური, მათ შორის სოციალური საკითხების იდენტიფიცირება და შეისწავლოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ინდივიდუალური საქმეები.

საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით სახალხო დამცველს სვანეთში არაერთი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. ოფისში გაიხსნება ბიბლიოთეკა, ჩატარდება თემატური ტრენინგები.

ზემო სვანეთის ოფისის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

მესტიის ოფისი სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისთა შორის რიგით მეცხრეა.  სახალხო დამცველის ოფისები მოქმედებს ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, მარნეულში, თელავსა და ახალქალაქში.

17.07.17

 


 

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin