ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

ფოტოკონკურსი თემაზე „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“

სექტემბერი 11, 2017

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“. კონკურსის მიზანია თანასწორობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე საზოგადოების ყურადღების მობილიზება და დისკუსიის ინიცირება.

ფოტოების თემები შეიძლება ეხებოდეს: ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეას, საზოგადოებაში გენდერული ნიშნით დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, არსებულ გენდერულ კლიშეებს და დისკრიმინაციას, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებრივ მდგომარეობას და თანასწორობის  იდეას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებს და სხვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 16 ოქტომბრამდე. კონკურსში გამარჯვებული პირველი სამი ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან.

კონკურსი ხორციელდება ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით.

იხილეთ კონკურსში მონაწილეობის პირობები

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin