ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე კვლევის შედეგები ფართო აუდიტორიას წარუდგინეს

დეკემბერი 04, 2017

2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მხარდამჭერით საერთაშორისო კონფერენცია გამართა თემაზე - „ბიზნესი და ადამიანი უფლებები“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ჩატარებული ეროვნული საბაზისო კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექპერტებთან კონსულტაციით მოამზადა.

კვლევა, მოიცავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის ანალიზს. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდა. დოკუმენტში ასევე საუბარია შრომითი უფლებებზე, გარემოს დაცვის საკითხებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, პირადი მონაცემების დაცვაზე, მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, საკუთრების სამართალზე, ზიანის ანაზღაურების მექანიზმების ეფექტურობასა და სხვა საკითხებზე.

პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ კოორდინატორი რუსუდან ტუშური.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

იხილეთ კვლევის ელექტრონული ვერსია

4.12.17

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin