ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე – საინფორმაციო კამპანია

დეკემბერი 10, 2016

2016 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს 9 დიდ ქალაქში საინფორმაციო კამპანია გამართა. კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ, განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.

„ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტისა და კანონის უზენაესობის დასამყარებლად აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას, ფართო საგანმანათლებლო კამპანიის შემუშავება–განხორცილებას; დღევანდელი ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე, რომელსაც ასევე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შონბი შარფი ესწრებოდა.

ღონისძიებები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში, ახალციხეში, თელავსა და მარნეულში ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.


თბილისი 10.12.16

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

akademina

bulletin

kursi