ცხელი ხაზი

1481

სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში

სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში

მერი კოჭლამაზაშვილი

სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ახორციელებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში. ასევე, სამართლებრივ კონსულტაციას უწევს დევნილ მოსახლეობას. მონაწილეობს სახალხო დამცველის მოხსენებების, საპარლამენტო და სპეციალური ანგარიშების, გამოსვლების მომზადებაში.  იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართულებით,  სახალხო დამცველის საქმიანობის გაცნობის მიზნით, თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აქტიურად არის ჩართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში.  ასევე არის,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სხვადასხვა დროებითი საექსპერტო ჯგუფის წევრი, რომლის მთავარ საქმიანობას  დევნილთა მიმართულებით არსებული კანონმდებლობის დახვეწა წარმოადგენს. წევრის სტატუსით არის ჩართული  დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობაში. 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin