ცხელი ხაზი

1481

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს შესახებ

სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – ანი თამაზაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

  • საქართველოს სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • საზოგადოებასთან და მედიის საშუალებებთან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ეფექტური ურთიერთობის უზრუნველყოფა;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
  • სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზი და საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის მიწოდება;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და მოქალაქეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბაზით უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებაში მოქალაქის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის უფლებების ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა.

სამმართველოს ფუნქციებია: 

  • საქართველოს სახალხო დამცველის ან სახალხო დამცველის აპარატის სხვა მოსამსახურეების ეფექტიანი ურთიერთობა საზოგადოებასა და მედიის საშუალებებთან;
  • საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და სახალხო დამცველისათვის/სახალხო დამცველის პირველი მოადგილისათვის წარდგენა;
  • პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარების ორგანიზება, მათზე დასასწრებად ჟურნალისტების მოწვევა და სათანადო მასალების მიწოდება;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება;
  • საქართველოს სახალხო დამცველთან ან სახალხო დამცველის აპარატის სხვა მოსამსახურეებთან მედია საშუალებებში გამოსვლების შეთანხმება, ამ გამოსვლების ჩაწერა და დაარქივება;
  • მედიის საშუალებების ყოველდღიური მონიტორინგი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის საინტერესო ინფორმაციის შიდა ქსელში გავრცელება;
  • პრეს–რელიზების მომზადება და გავრცელება მედია საშუალებებისათვის, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანოებისა და ორგანიზაციებისათვის;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ვებ-გვერდის ადმინისტრირება, პრეს–რელიზების, სახალხო დამცველის მოხსენებების/ანგარიშების და სხვა მასალის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ვებ–გვერდზე განთავსება;
  • პრეს–რელიზების და სხვა მასალების თარგმნა;
  • საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშისა და სხვა სპეციალური მოხსენებების საბოლოო რედაქტირება და გავრცელება;
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებების წარმართვა სახალხო დამცველის წარმომადგენლობების ბეჭდვითი პროდუქციით, ინტერნეტ რესურსებით და სხვა სახის საშუალებებით აღჭურვა-განახლების მიზნით;
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin