ცხელი ხაზი

1481

დეპარტამენტის შესახებ

საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის შესახებ

დეპარტამენტის უფროსი - ნიკო თათულაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

  • საქართველოს სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების სფეროში შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის ურთიერთობის ორგანიზება და კოორდინაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო, ადგილობრივ ორგანიზაციებთან, უცხოურ ინსტიტუტებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
  • ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქმიანობის კოორდინაცია;
  • სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის მიერ ქვეყნის შიგნით/ქვეყნის გარეთ დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენციების, დებატების, პრეზენტაციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა) ორგანიზება;
  • პროექტების მართვის ორგანიზება;
  • უცხო ქვეყნის დელეგაციებისა და  წარმომადგენლობების მიღების ორგანიზება.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

  • საქართველოს სახალხო დამცველის ან სახალხო დამცველის აპარატის სხვა მოსამსახურეების ეფექტიანი ურთიერთობა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან;
  • საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების პოლიტიკის შემუშავება და სახალხო დამცველისათვის/სახალხო დამცველის პირველი მოადგილისათვის წარდგენა;
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებების უზრუნველყოფა სახალხო დამცველის ბიბლიოთეკასა და სახალხო დამცველის წარმომადგენლობებში ბეჭდვითი პროდუქციით, ინტერნეტ რესურსებით და სხვა სახის საშუალებებით აღჭურვა-განახლების მიზნით;
  • სახალხო დამცველის ბიბლიოთეკის ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფა;
  • პროექტების მართვის ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin