ცხელი ხაზი

1481

ბიბლიოთეკის შესახებ

ბიბლიოთეკის შესახებ

სახალხო დამცველის აპარატი რაულ ვალენბერგის ინსტიტუტისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საბიბლიოთეკო და საცნობარო სერვისის განვითარებას 1997 წლიდან ახორციელებს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით გარემონტდა დარბაზი და სამუშაო ოთახები. ბიბლიოთეკა რეგულარულად მარაგდება წიგნებით.

წიგნების ძირითადი ნაწილი არის იურიდიული ლიტერატურა, მათ შორის, კოდექსები, კომენტარები, თეოლოგიური ხასიათის ლიტერატურა. აქ ნახავთ როგორც სახალხო დამცველის აპარატის გამოცემებს, ასევე საზღვარგარეთ გამოცემულ ლიტერატურას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებშია შეძენილი. ამასთანავე, არის ცალკეული პიროვნებების მიერ ნაჩუქარი წიგნები. წიგნების ძირითადი რაოდენობა არის ქართულ და ინგლისურ ენებზე, თუმცა მცირე რაოდენობით არის რუსულ ენაზეც.

ბიბლიოთეკაში ყველა წიგნი, მათ შორის პერიოდული გამოცემებიც, დანომრილია ელექტრონულად. ამასთანავე, დროდადრო მიმდინარეობს შემოსული ლიტერატურის დარეგისტრირება. მკაცრად კონტროლდება წიგნების გაცემისა და დაბრუნების პროცესი.

ბიბლიოთეკით სარგებლობენ თბილისის თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები. ასევე, პედაგოგები, ადვოკატები და სხვა პროფესიის ადამიანები.

ბიბლიოთეკის დაარსებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 15 000–მდე მკითხველი.

სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა სამოქალაქო განათლებას ეწევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურით, თუ ოფისის სპეციალური ანგარიშებით ამარაგებს სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისების ბიბლიოთეკებს, ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებს და ბიბლიოთეკებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს. 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin