ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

რეგიონული დეპარტამენტის შესახებ

რეგიონული დეპარტამენტის შესახებ

დეპარტამენტის უფროსი - თეიმურაზ ქორიძე 
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გვანცა დავითაშვილი 

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია, საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობა, საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების საქმიანობის დაგეგმვა და კოორდინაცია. სახალხო დამცველის აპარატში რეგიონებიდან შემოსული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლას და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

1. სახალხო დამცველის რეგიონულ დეპარტამენტში და სამმართველოში შემოსული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება:

2. მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით კანონმდებლობის და კანონპროექტების ანალიზის და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება.

3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომელების მეშვეობით, რეგიონებში არსებული პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის მიზნით;

4. მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისი ნაწილების პროექტის მომზადება.

5. მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების პრაქტიკულ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. 6. ღონისძიებების განხორციელება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით;

7. სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.

რეგიონული დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველო
2. აჭარის სამმართველო
3. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო
4. შიდა ქართლის ოფისი
5. ქვემო ქართლის ოფისი
6. სამცხე-ჯავახეთის ოფისი
7. კახეთის ოფისი
8. გურიის ოფისი

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin