ცხელი ხაზი

1481

აკადემიის შესახებ

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის შესახებ

დეპარტამენტის უფროსი – მედეა გუგეშაშვილი

სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, „საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“. საგანმანათლებლო საქმიანობის სისტემატურად და განგრძობადად განხორციელების მიზნით, სახალხო დამცველმა 2015 წლის ოქტომბერში შექმნა ადამიანის უფლებათა აკადემია.

აკადემიის მიზანია - ადამიანის უფლებების შესახებ განათლების ხელშეწყობა, რაც გააუმჯობესებს  ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას, ხელს შეუწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების ცვლილებას, ემპათიის, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრებას, ადამიანის უფლებების საერთაშორისო  პრინციპებისა და ღირებულებების გათავისებას, კრიტიკულ აზროვნებასა და ცხოვრებისეული სიტუაციების ანალიზს ადამიანის უფლებების ჭრილში, უფლებადარღვევების შემთხვევაში მოქალაქეთა უნარს მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ზომებს და მონახონ პრობლემის გადაჭრის გზები. ყოველივე ზემოაღნიშნული კი აუცილებელია მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების დემოკრატიული ჩართულობისა და უმცირესობების ინტეგრაციის, ასევე ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის თავიდან აცილებისთვის.

აკადემიის საქმიანობები

აკადემიის ფარგლებში ხორციელდება ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის (სამართლის სპეციალისტები და სხვა დანარჩენი ჯგუფები - უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მოსწავლეები/სტუდენტები, საჯარო სკოლის მასწავლებლები და სხვა.), რომლებსაც უძღვებიან გამოცდილი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. იურისტებისთვის განკუთვნილი ტრეინინგები ძირითადად, თუმცა არა ექსკლუზიურად, არის სპეციფიური, სიღრმისეული და კონკრეტული უწყების პროფილიდან გამომდინარე, მასში დასაქმებული სპეციალისტების პროფესიულ საჭიროებებზე მორგებული. 

სხვა ბენეფიციარებისთვის (სტუდენტები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, მედიის წარმომადგენლები, სპეციალური დაწესებულებების თანამშრომლები, თემის მოსახლეობა და სხვა.) სწავლება ძირითადად ორიენტირებულია ადამიანის უფლებების შესახებ უნივერსალური პრინციპების, ეროვნული და საერთაშორისო დაცვის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება ასევე მოხდება სხვა აქტივობების სახით, როგორებიცაა - საჯარო ლექციები, ადამიანის უფლებათა კლინიკები, თანამშრომლობა აკადემიურ ინსტიტუციებთან და სხვა უწყებებთან/ორგანიზაციებთან და მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, მათი  აქტუალობიდან გამომდინარე. 

თანამშრომლობა

აკადემია საქმიანობებს ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის ფარგლებში მიმდინარე შემდეგ პროექტებთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით:

„სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“; დონორი ორგანიზაცია - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო;

„სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“; დონორი ორგანიზაცია - ევროპის საბჭო;

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა"; დონორი ორგანიზაცია - ევროკავშირი.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin