ცხელი ხაზი

1481

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე

ნათია კაციტაძე

ნატია

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სახალხო დამცველის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს და წარმართავს მათ მუშაობას
პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტი, საქმისწარომების და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი და რეგიონული დეპარტამენტი.

ბიოგრაფიული მონაცემები
დაიბადა 1981 წლის 27 აგვისტოს, თბილისში.

განათლება
2006–2007 წლები - მიენიჭა მაგისტის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი
2005–2006 წლები - დიპლომი საერთაშორის საჯარო სამართალში, ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
1998–2003 წლები - ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორის სამართლისა და საერთაშორის ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობა, იურისტის კვალიფიკაცია

სამუშაო გამოცდილება
2016 წლის ივლისიდან – საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე
იანვარი 2015 წელი- ივლისი 2016 წელი - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
ივლისი 2013 - იანვარი 2015 - მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
2009–2013 წლები - არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეკავა წამყვანი იურისტისა და პროექტის კოორდინატორის პოზიციები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების საკითხებზე. იყო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს დაზარალებულთა წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ათობით საჩივარში; ასევე, განმცხადებელთა წარმომადგენელი ადამიანი უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხილულ არაერთ საქმეზე (შეკრება-მანიფესტაციების, სამართლიანი სასამართლოს, არასათანადო მოპყრობის, პატიმართა უფლებების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების საკითხებზე)
2009-2010 წლები - იურიდიული კლინიკის ტრენერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, კავკასიის სამართლის სკოლა
2008 წელს - გაეროს განსახლების პროგრამის (UN HABITAT) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში; მუშაობდა იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების, რესტიტუციის და განსახლების საკითხებზე
2007–2008 წლები - ღია საზოგადოება სამართლიანი ინიციატივის (OSJI) პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია - კონსტიტუციის 42–ე მუხლი
2007-2008 წლები - სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპის პროგრამა, ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ცენტრი (INTERIGHTS) და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულ ცენტრი (EHRAC)
2003–2005 წლები - სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტის იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია - კონსტიტუციის 42–ე მუხლი

სხვა პროფესიული გამოცდილება
2013 წლის ნოემბრიდან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი
2013 წელი - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერშიპის პროგრამის (IVLP) მონაწილე
2011-2012 წლები - მომხსენებელი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის სახელით, რომის სტატუტის წევრი ქვეყნების მე-10 და მე-11 ასამბლეაზე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მდგომარეობის შესახებ
2010 წლიდან - ჩართულია ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში
2008 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდები საერთო სპეციალობით

პუბლიკაციები
სტატია - რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და მისი შედეგები, პროექტი - რეგიონული დიალოგი, კავკასიური სახლი, თანაავტორი, მაისი, 2013 წელი
სტატია – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება საქართველოში - კლაუს და იური კილაძეები; ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო, GIZ, სექტემბერი 2011 წელი
სტატია – საპროცესო შეთანხმების პრაქტიკა საქართველოში - სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა?, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC), იანვარი, 2008 წელი

აკადემიური ნაშრომები
2007 წელი - დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის ევროპული კონვენციის და გაეროს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მიხედვით
2006 წელი - დათქმები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებში
2003 წელი - საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმები

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

akademina

bulletin

kursi