ცხელი ხაზი

1481

სახალხო დამცველის მოადგილე

სახალხო დამცველის მოადგილე

ეკატერინე სხილაძე

eka

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე წარმართავს, კოორდინაციას უწევს და ზედამხედველობს სახალხო დამცველის პარატის შემდეგი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას: ბავშვის უფლებათა ცენტრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, თანასწორობის დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა აკადემია. 

ბიოგრაფიული მონაცემები

დაიბადა 1988 წლის 22 აგვისტოს, ბორჯომში.

განათლება

2008 - 2012 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

2008 წელი – საუნივერსიტეტო კურსი სოციალური მუშაკებისათვის – „გენდერის ძირითადი საკითხები და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა“

1995 – 2005 წლები –  ბორჯომის #1 საჯარო სკოლა

სამუშაო გამოცდილება

2013 წლის ნოემბრიდან დღემდე – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი;

2013 წლის სექტემბერი–ნოემბერი – ეროვნული კონსულტანტი ქალთა უფლებებზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM;

2013 წლის აპრილი–სექტემბერი – კოორდინატორის ასისტენტი გენდერული თანასწორობის ქსელში;

2012 – 2013 წლები – პრაქტიკა პოლონეთში, არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურ ქალთა საზოგადოება. პრაქტიკის ფარგლებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ტრენინგების ჩატარება ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

2007 – 2012 წლები – არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროგრამების მენეჯერი. საქმიანობა მოიცავდა შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზებას და გენდერული თანასწორობის საკითხებზე სხვადასხვა პროექტის კოორდინაციას.

სხვა პროფესიული გამოცდილება

2014 წლიდან დღემდე –  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

2014 წლიდან დღემდე – პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი;

2014 წლიდან დღემდე – „ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;

2015 წლიდან დღემდე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი;

2015 წლიდან დღემდე – პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი;

2015 წლიდან დღემდე – ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წევრი (სათათბირო ხმის უფლებით);

2015 წლიდან დღემდე – საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენერი გენდერული თანასწორობის საკითხებში;

23-27 ივნისი, 2014 – NHRI აკადემია, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი;

26-31 ივლისი, 2013 – BRIDGE ტრენინგი: გენდერი და არჩევნები, IFES/USAID;

2-4 ოქტომბერი, 2009 – ტრენინგი ტრენერებისათვის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი წარმომადგენლობა, თავშესაფრების ადვოკატირება და მენეჯმენტი საქართველოში“; ამერიკელ იურისტთა ასოციაცია & USAID

პუბლიკაციები

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ხედვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე: ნდობის აღდგენისა და პოზიტიური მშვიდობის დამყარების პერსპექტივები; კვლევის ავტორი (2013 წელი);

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალები; სარედაქციო ჯგუფის წევრი (2010 წელი);

ცნობარი ,,ქალთა უფლებები და გენდერული საკითხები საქართველოში“ რედაქტორი (2008 წელი);

გენდერი და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საქართველოში; სარედაქციო ჯგუფის წევრი (2007 წელი).

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

akademina

bulletin

kursi